ვაკეში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

ვაკეში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

ვაკეში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ნაცემია ბანკის თანამშრომელი გოგონა. მათივე ინფორმაციით, ძარცვის დროს ბანკის დაცვის თანამშრომელს მძარცველები იარაღით ემუქრებოდნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამასთან, უწყებაში ბანკის თანამშრომლის ცემას არ ადასტურებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ