ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

7 ივნისი! ეს დღე ქართველებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ - ვის - Maroon 5-ის კონცერტით წვიმიან ბათუმში და ვის - საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებით. გამარჯვებით, რომელსაც თითქმის არავინ ელოდა, ისე მოგვიტანეს.

ბათუმში, წვიმიან საოცრებათა მოედანზე განცდილი 30 ათასზე მეტი ადამიანის ემოცია, რამდენიმე წუთში, მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის დროს ესპანეთის კარში გატანილმა გოლმა ჩაანაცვლა.

ეს იყო წამები, როცა არავის ახსოვდა მსოფლიო ვარსკვლევების კონცერტი და ყოველი მეორე, აზარტული, მოყვარული, პროფესიონალი თუ რიგითი ქართველის ფეისბუქ-გვერდზე დამატებით ერთი სიტყვა -"გოლი" გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელიც მარტოდ-მარტო იყო და გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

ეს იყო მატჩი, რომელის მოგებაც ქართველებს სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად ეიმედებოდათ.

ეს იყო მატჩი, რომელმაც სრულიად საქართველო ერთი ამბავის ირგვლივ გააერთიანა. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა!!! (1:0)

ეს იყო წუთები, როცა რამდენიმე დღის წინ საქრთველოს ნაკრების კარში გატანილი ორი ავტოგოლის გამო შერცხვენილმა ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარის წინაშე ღირსება დაიბრუნა.

"ჩვენ ეს შეგვძლებია, შეგვიძლია და კიდევ მრავალჯერ უნდა შევძლოთ!"

დღეს გამართლდა დელ ბოსკეს წინათგრძნობა: მათ ყველაფერი გააკეთეს მაგრამ გაუჭირდათ, დღეს გამართლდა ფრაზა, რომელზეც ბევრს ვიცინოდით: "არავინ იცის, რას თამაშობენ ქართველები"

მომავალ გამარჯვებამდე, ქართველებო!

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

Euro 2016: Spain beaten 1-0 by Georgia in final warm-up match

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია