უკრაინამ და საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულეს და ვიზალიბერალიზაცია ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მიიღონ. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა ტაავი რიივასმა ლატვიელ კოლეგა მარის კუჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ესტონეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველო და უკრაინა შეესაბამებიან დაწესებულ კრიტერიუმებს და უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად. აქ საქმე ეხება ევროკავშირისადმი ნდობას და ავტორიტეტს", - განაცხადა რიივასმა და დასძინა, რომ უკანა თარიღით ქვეყნებისთვის დამატებითი პირობების წაყენება, მიუღებელია.