"რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

"რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

ვაჟა-ფშაველას ერთადერთ პირდაპირ (შვილებიდან) მემკვიდრეს, 1923 წელს ბოლშევიკებისაგან დახვრეტილ ლევან რაზიკაშვილს, მძიმე ბედი ერგო, მეტიც - მარტო თვითონ კი არა, მისი შვილები და შვილიშვილებიც მსხვერპლი შეიქნენ. ვაჟას შთამომავლების ცხოვრება ისე მოეწყო, რომ \მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სამზეოზე, როგორც ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

ლევანის ბედი კი ყველასთვის ცნობილია: როცა მას დახვრეტას უპირებდნენ, ხალხის მოსალოდნელი რეაქციით შეშინებულმა მკვლელებმა სერგო ორჯონიკიძეს მოახსენეს, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი უნდა დავხვრიტოთ და რას გვეტყვიო. მან - დაუყოვნებლივ დახვრიტეთ! რომ შემეძლოს, ვაჟას შვილს კი არა, თავად ვაჟას დავხვრეტდიო!

არჩილ ღიბრაძეს დიდი მწერლის სიყვარული ოჯახიდან მოსდევს, ამიტომ მისი ყველა შთამომავალი გაიცნო, მოგონებები ჩაიწერა და წიგნად გამოცემასაც აპირებს.

- მამაჩემს ვაჟა გამორჩევით უყვარდა და თითქოს ამ სიყვარულით დამავალა, რომ მის კვალს მივყოლოდი. ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ამ გენიოსისთვის პატივი მიგვეგო, ვაჟი მოვუკალით, ათწლეულების მანძილზე მისი შემოქმედება ავკრძალეთ, მისი სისხლი და ხორცი ისე დავაშინეთ, რომ იძულებული გახდა, ათეული წლების განმავლობაში ჩრდილში შემალულიყო. აი, ამ განცდის ამოშლა მომინდა და ამიტომაც ჩავედი გორში ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილებთან, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილებთან.

- ისინი ახლაც გორში ცხოვრობენ?

- დიახ. თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რატომ დამკვიდრდნენ გორში. ვაჟას პირველი ცოლის, კეკესგან, ოთხი შვილი დარჩა: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი. მათგან მხოლოდ ლევანს ჰყავდა შვილები (თამარი უშვილო დარჩა, გულქანს ერთადერთი შვილი მოუკვდა, ფეხმძიმე მარიამი ღობესთან მიაჭყლიტა ურემმა). ლევანი ხშირად დადიოდა გორში ბიძასთან, თედოსთან. იქ გაიცნო და გატაცებით შეუყვარდა ბიძის ამხანაგის, სოსო თვარელიძის ქალი თამარი და ისე სასწრაფოდ დაიწერა ჯვარი, მამისთვის არც შეუტყობინებია... ჯვრისწერის შემდეგ მამას დიდი საბოდიშო წერილი მისწერა, - ვიჩქარე, მაგრამ თამარი იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, ჩემი არჩევანი უსათუოდ მოგეწონებაო. ვაჟა გორში ჩავიდა და რძალს ოქროსსამაჯურიანი საათი და ყელსაბამი აჩუქა. თამარმა 1987 წლამდე იცოცხლა.

- კი მაგრამ, საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ფული ვაჟას?!

- იმდენად თავმოყვარე კაცი იყო, თუ არ ჰქონდა, ისესხებდა. სადაც უსინდისო მედუქნეს სცემა და მერე 3 მანეთი დაუდო დახლზე, ამ ჯარიმას სასამართლო მაინც გადამახდევინებსო (ცემისთვის 3 მანეთი იყო ჯარიმა, რომელიც მაშინ უზარმაზარი ფული იყო), მშიერიც რომ დარჩენილიყო, რძალს როგორ დატოვებდა უსაჩუქროდ! როცა უკანასკნელ დღეებში ვაჟა ფეხმძიმე რძალმა მოინახულა, მუცელზე ხელი დაადო და უთხრა, - ვიცი, რომ შვილიშვილი ბიჭი გამიჩნდება, მანდ ლუკააო და რძალიც ასეთი ბუმბერაზი მამამ­თილის სახელს შვილს როგორ არ დაარქმევდა!.. მერე დაიბადნენ ეკატერინე და ქეთევანი. ლუკა 9 წლის იყო, როცა ლევანი დაიჭირეს - ის მილიციაში მსახურობდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეპყრობა დაავალეს. ლევანმა შეპყრობის ნაცვლად მას საზღვარგარეთ გაქცევაში შეუწყო ხელი. ბევრი იარა მის გამოსახსნელად თამარმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარტოდარჩენილ სამშვილიან ქალს ჩარგალში, ქმრისეულ სახლში ცხოვრება არ ეწერა - როგორც ამბობენ, ვაჟას მეორე ცოლს, თამარს, არ ეჭაშნიკებოდა მისი იქ ყოფნა, ამიტომ გორში მამასთან დაბრუნდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია