ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილი სანაგვე ურნას დაეჯახა, ურნა კი ფეხით მოსიარულე გოგოს დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ოპერაცია უტარდება.