"ოლიგარქი ხარ, პრეზიდენტი თუ მეეზოვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლე. აუცილებელი არ არის, "პორშეთი" იარო"

"ოლიგარქი ხარ, პრეზიდენტი თუ მეეზოვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლე. აუცილებელი არ არის, "პორშეთი" იარო"

PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონა" ამჯერად თავისუფალ მეწარმეს, "გრინ კაპიტალ პარტნერსის" თანადამფუძნებელს, მამუკა მაჭავარიანს მასპინძლობს. როგორია მისი ბიზნესების ისტორია, რატომ თვლის, რომ გონებას მუდმივი ვარჯიში სჭირდება და რატომ მიაჩნია საჭიროდ საქართველოში პოლიტიკოსის გამოჩენა, რომელიც ხალხს ჩერჩილის სიტყვებს ეტყვის: "მე თქვენ გპირდებით შრომას, ოფლს, სისხლს და ცრემლებს" - ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

გთავაზობთ ნაწყვეეტებს ინტერვიუდან:

"დაახლოებით, 18-მდე კომპანიას ვმართვათ, რომელთა გეოგრაფია რუსეთი, უკრაინა და საქართველოა. ყველაზე ცნობილი მათგან ალბათ, "გრინ კაპიტალია". თუმცა ბიზნესში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ გადაიდგა.

- თქვენი პირველი ბიზნესი რა იყო?

- ეს იყო საკმაოდ ტრივიალური ბიზნესი - ვაჭრობა. "ფილიპ მორისის" სიგარეტების იმპორტი და შემდეგ მისი რეალიზაცია. მე ვიყავი ერთ-ერთი თანამშრომელი.

- და ისე მოგეწონათ ეს საქმიანობა, რომ გადაწყვიტეთ, უფრო დიდხანს დარჩენილიყავით ამ სფეროში?

- მომეწონა იმიტომ, რომ სპორტული ჟინის თვითრეალიზაციის გარკვეული ნიშნები შევამჩნიე. გარდა ამისა, ბიზნესზე ვსწავლობდი უკვე და ახალგაზრდა კაცის ბიზნესში ჩართვა შემიყვარდა. თუმცა ამ საქმეს არ გავყოლილვარ. ჯგუფის დაქვემდებარებაში იყო ერთ-ერთი ბანკი, მაშინ 250 ბანკი იყო, კანონიც არ არსებობდა ბანკების შესახებ. ყველა შპს-ს შეეძლო დაერქმია საკუთარი თავისთვის შპს ბანკი....

- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე არარეალისტური ფასები. საინტერესო იქნება აქაური ფასების შედარება სხვა ქვეყნის ფასებთან.

- უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დიდი ბაზარია, გამომდინარე იქიდან, რომ მას სხვადსხვანაირი კლასიფიკაცია აქვს. საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები მეტ-ნაკლებად რეალისტურია. უბრალოდ, ბაზარი არ არის ელასტიური. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ღია ბაზარი. ამერიკაში ან ევროპაში წახვალ და მიადგები დავუშვათ, "რედისონს", "მარიოტს" ან "ჰილტონს". შესთავაზებ ფასს და იყიდი. ყველაფერს თავისი ფასი აქვს იმიტომ, რომ ეს არის აქტივების მართვა. ამ აქტივს თავისი შემოსავლიანობა და თავისი რისკიანობა აქვს. ეს უბრალოდ, იყიდება. ჩვენი ბაზარი არ არის ელასტიური, არ არის ღია. თუმცა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, კონკურენცია ძალიან მაღალია. მაგრამ არათანმიმდევრულია განვითარება. მე თბილისი არ მომწონს.

- რატომ?..

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია