1920 წლის ზაფხულის თბილისში განხორციელებული ტერაქტის უცნობი დეტალები

1920 წლის ზაფხულის თბილისში განხორციელებული ტერაქტის უცნობი დეტალები

1920 წლის ზაფხულ­ში ტფი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლე­ბიც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ ან­ტი­ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. და­უდ­გე­ნე­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, იმ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ბა­ქო­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, თა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­ა­ფა­რეს.

პირ­ვე­ლი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა 1920 წლის 19 ივ­ნისს, გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე მოხ­და.

გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა", 22 ივ­ნი­სი:

"19 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­სა და 55 წუთ­ზე, ფე­ო­დო­სი­ევ­ს­კის ქუ­ჩა­ზე (გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­თან), უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ეს­ხ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყო­ფილ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრ ჰა­ლილ-ბეკ ჰას­მა­მე­დოვს. ჰო­ის­კი და ჰას­მა­მე­დო­ვი კი­ნე­მა­ტოგ­რაფ "პი­კა­დილ­ში" იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და კი­ნო­სე­ან­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სახ­ლ­ში ფე­ხით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ (ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი ოლ­გის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და).

თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი ორ­ნი იყ­ვ­ნენ. მათ გზა­ში გა­უს­წ­რეს ჰო­ის­კის და ჰას­მა­მე­დოვს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თ­მა მათ­გან­მა მა­უ­ზე­რი­დან ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეს­რო­ლა. მსხვერპლს ტყვია სა­ხის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­წილ­ში მოხ­ვ­და, გა­ი­ა­რა ყე­ლი და ზურ­გი­დან გა­მო­ვი­და. სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა ჰას­მა­მე­დო­ვიც, რო­მელ­საც თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებ­მა ორ­ჯერ ეს­რო­ლეს. იგი მარ­ჯ­ვე­ნა მხარ­სა და მარ­ჯ­ვე­ნა ფეხ­ში და­იჭ­რა, თუმ­ცა ჭრი­ლო­ბას მის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია. ამ სა­ზა­რე­ლი თავ­დას­ხ­მის შემ­დეგ, ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ხალ­ხის მა­სას შე­ე­რივ­ნენ და მა­თი და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და. GზაPრესს

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ჰო­ის­კი დი­ლის 4 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ გონს არ მო­სუ­ლა.

შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ჟორ­და­ნია, პრო­კუ­რო­რე­ბი ტა­ტი­ე­ვი და კან­დე­ლა­კი, გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი სა­ლუქ­ვა­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი გე­გე­ლაშ­ვი­ლი, ქა­ლა­ქის­თა­ვი ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და მი­ლი­ცი­ის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის უფ­რო­სი ფა­ჩუ­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი. წი­ნას­წა­რი ძი­ე­ბა საქ­მე­ზე და­ე­ვა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბელს ჯო­მარ­ჯი­ძეს".

იქ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბეს მთავ­რო­ბის წევ­რებს. მთავ­რო­ბამ კი გა­მოს­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა ტე­რაქ­ტის სა­გულ­და­გუ­ლო გა­მო­ძი­ე­ბი­სა და მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი დად­გე­ნის შე­სა­ხებ.

თავ­დას­ხ­მი­დან ორი დღის შემ­დეგ, ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი ტფი­ლი­სის მუს­ლი­მა­ნურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს.

ერ­თი თვის შემ­დეგ, ტფი­ლის­ში კი­დევ ერ­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი მოხ­და. 20 ივ­ლი­სის ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ზე, ბრო­სეს ქუ­ჩა­ზე და­უდ­გე­ნელ­მა ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა, კვლავ მა­უ­ზე­რის სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი გა­მო­ი­ყე­ნეს და ოთხი ტყვია ეს­რო­ლეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ჰა­სან­ბეგ აგა­ევს. იგი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბელს დი­ლევ­ს­კის და­ე­ვა­ლა. თუმ­ცა, რო­გორც ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ვერც ამ­ჯერად და­ად­გი­ნეს.

რა ვერ­სი­ას ამუ­შა­ვებ­და გა­მო­ძი­ე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, უც­ნო­ბია. ამის შე­სა­ხებ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, ეს არ გახ­ლ­დათ არც ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და არც ძარ­ც­ვის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი. მოკ­ლეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. აშ­კა­რად ჩან­და, რომ ეს ტე­რაქ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს ატა­რებ­და. ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია