რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბუტა რობაქიძის მშობლები: "არ მიმაჩნია სწორად, რომ ია პოლიტიკაში წავიდა"

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბუტა რობაქიძის მშობლები: "არ მიმაჩნია სწორად, რომ ია პოლიტიკაში წავიდა"

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მშობლები, ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სოსო რობაქიძემ არასწორი უწოდა ია მეტრეველის გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის პარტიაში გაწევრიანებასტან დაკავშირებით. ბუტა რობაქიძის მამამ აღნიშნა, რომ ია მეტრეველი შესაძლოა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ.

"2008 წელს შეცდომა დავუშვი. კენჭი უნდა მეყარა და ერთ კვირაში მიხვდი, რომ ჩემი გამოყენება უნდოდათ და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. დღეს მიდის ბუტას სასამართლო. მე არავის არაფერს ვუკრძალავს, მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს - ეს საქმე რასაც ბუტა რობაქიძის საქმე ჰქვია მე მივიყვან საქმეს ბოლომდე. როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვართ ცააძები და სხვები ივანიშვილს მონებს გვეძახიან, მათ შორის იასაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სოსო რობაქიძეს ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ დეპუტატი გახდეს, ძალიან ცდებიან. პირადად მე, არ მიმაჩნია სწორად, რომ ია პოლიტიკაში წავიდა. ეს პარტია, სადაც იაა, კარგად ვიცი, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა. მე არ ვიტყვი, რომ ია მეტრეველი არ იმსახურებს დეპუტატობას, მაგრამ დღეს როდესაც სასამართლო მიმდინარეობს, არ არის საჭირო რომ ვიღაცამ რაღაც წამოგძახოს", - აღნიშნა რობაქიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია