დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

დღეს ამაღლებაა. აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს. იმიტომ რომ სულიერი ამაღლება და სასუფეველში დამკვიდრება ისე არ მოხდება, თუ არ განვიწმინდებით, ბოროტებას სიყვარულით არ შევცვლით და ურწმუნოებას ჭეშმარიტ სარწმუნოებად არ გარდავქმნით. შევთხოვთ უფალს, რომ შეგვცვალოს ჩვენ თვისითა სულითა წმიდითა. უფალმა ინებოს ჩვენი ფერისცვალება და ამაღლება", - ბრძანებს ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მაცხოვრის ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს იდღესასწაულება.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა) იცვლება ლოცვების კითხვის წესი:

  • ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი "ქრისტე აღდგა...".
  • სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ "წმიდაო ღმერთო"-დან და მის შემდეგ - ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.
  • ნაცვლად "ღირს არსი"-სა იკითხება:
ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე: (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით) "ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ".

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე: "მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია