"უთანხმოება მომივიდა სააკაშვილთან და გამათავისუფლეს" - გამნაღმველი, რომელმაც თანამებრძოლები იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა

"უთანხმოება მომივიდა სააკაშვილთან და გამათავისუფლეს" - გამნაღმველი, რომელმაც თანამებრძოლები იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა

19 წლისა ცხინვალში იბრძოდა, მერე ქართულ-აფხაზური ოჯახის შვილი, აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს, სპეციალობით გამნაღმველმა, თანამებრძოლების სიცოცხლე იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა. თემურ სახოკია სოხუმში ვერ ჩადის, მაგრამ აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია. ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "გუშაგის" ხელმძღვანელია.

- სოხუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ფიცხი გახლდით და შა­რში ხშირად ვეხვეოდი. ბოლოს ერთი ბიჭი ვცემე - ავტობუსში ადგილი არ დაუთმო უფეხო მოხუც ქალს. ამის გამო ჩემი, როგ­ორც ძნელად აღსაზრდელის­ აღრიცხვაზე აყვანაც უნდოდათ, მაგრამ გადავრჩი. სწორედ ჩემნაირი მოუსვენარი ბიჭები წავიდნენ ომში... 22 წლის აფხაზეთის ომში გავხდი. ცოლი აფხაზი მყავდა! 1989 წელს ჩვენს ქორწილში ქართველები და აფხაზები ერთად ისხდნენ. 500-კაციანმა ქორწილმა ისე ჩაიარა, კამათიც არ მოსვლიათ. დედით ბერძენი ვარ. წლების მერე აფხაზები მეუბნებოდნენ, ქართველების მხარეს რატომ დადექი, შენ ხომ ჩვენთან ერთად­ იზრდებოდიო. შემეძლო, ომისთვის თავი ამერიდებინა, ჩემი შვილებით გადავსახლებულიყავი სოჭში ან საბერძნეთში, მაგრამ ვერ შევძელი. ჩვენს პარლამენტს დღემდე არ უღიარებია, რომ აგვისტოს ომის მსგავსად, აფხაზეთის ომიც საქართველო-რუსეთის დაპირისპირება იყო. წელიწად-ნახევარი მშივრები ლამის თოხ-ნიჩბებით ვიბრძოდით. ვინმე რომ დაიჭრებოდა, მის იარაღს­ ვიღებდით­ და შეტევაზე გადავდიოდით. გამნაღმველი ვიყავი, ყველგან მომიწია ბრძოლამ - კამანში, ლაბრაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, სოხუმჰესზე... როცა გაგრა დაეცა და დევნილები დაიძრნენ, რომ არ აფეთქ­ებულიყვნენ, გზა გავნაღმე.

- ხელები სად დაკარგეთ?

- სამჯერ დავიჭერი - პირველად ცხი­ნვალში, მეორედ, 1992 წელს, სნაიპერმა დამჭრა აფხაზეთში და მესამედ - 1993 წლის 14-16 მარტის დიდი შეტევის დროს - საავიაციო ყუმბარით ავფეთქდით 14 კაცი... დანაღმული ველიდან ბიჭები გავიყვანეთ. ერთ-ერთი ნაღმის ამოღების დროს მივხვდი, რომ ფეთქდებოდა. ბიჭებს შევძახე, დაწექით-მეთქი და ჭურვი მაღლა ავაგდე, მაგრამ მას ჩემი ხელებიც თან გაჰყვა. დამიზიანდა ფეხები, სახე... წელიწად-ნახევარი საავადმყოფოში ვიცხოვრე... ხელები აღარ მქონდა, მაგრამ გული მაინც ომისკენ მიმიწევდა. როცა იარები მომიშუშდა, 1993 წლის ივნისში, ბიჭებთან ერთად სოხუმში ჩავედი - მათ დანაღმვა-განაღმვას ვასწავლიდი. მიუხედავად იმისა,­ რომ ხელები დავკარგე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მოგონება წარსულს უკავშირდება. ეს იყო ქართველების ერთ­იანობის ბედნიერი ხანა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია