ილია მეორე - ვფიქრობ, ყველაზე კარგი ადგილი საქართველოა

ილია მეორე - ვფიქრობ, ყველაზე კარგი ადგილი საქართველოა

ვფიქრობ, ყველაზე კარგი ადგილი საქართველოა, - ამის შესახებ ჩეხეთიდან დაბრუნებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა. პატრიარქი ტაძარში აეროპორტიდან მივიდა და მრევლს მიმართა.

"ჩვენ ვიმყოფებოდით ჩეხეთში სამკურნალოდ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ადგილი საქართველოა", - ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.

"ბედნიერი ყოფილიყოს ეს დღესასწაული საქართველოსთვის", - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად იმყოფებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია