სააპელაციო "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მხარეთა კომენტარები

სააპელაციო "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მხარეთა კომენტარები

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატებმა ასევე დააყენეს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა.

ხელისუფლებამ მოიპოვა სააპელაციო სასამართლოს ხელით გამარჯვება, თუმცა ომს "რუსთავი2" მოიგებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ "რუსთავი2" ყველა მეთოდით მიიტაცოს.

"5 წუთიც არ დასჭირდა სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა დაესამარებინა დღეს ქვეყანაში. გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ იცოდა, დღეს გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა მეთოდით და ყველა ძალით მიიტაცოს "რუსთავი 2" და ამას სასამართლოს ხელით ასრულებს, თუმცა მინდა მივმართო ხელისუფლებას: თქვენ შეიძლება გარკვეული ბრძოლის ნაწილი მოიგეთ სააპელაციო სასამართლოს ხელით, თუმცა მერწმუნეთ, რომ ომს "რუსთავი2" მოიგებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. როგორც სალიამ აღნიშნა, დავა ჯერ დასარულებუილი არ არის და მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ გასაჩივრების გადაწყვეტილებას. პაატა სალიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

"ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხახა პაატა სალიამ.

კანონის თანახმად, მოსამართლეებს მხარეებისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გადასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, მხარეს კი განაჩენის გასაჩივრების 21-დღიანი ვადა აქვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ