ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნით ქართველები ხელმოწერებს აგროვებენ

ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნით ქართველები ხელმოწერებს აგროვებენ

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებამ ჩვენ ქვეყანაში პესიმისტური განწყობები გააჩინა. ევროპული ქვეყნები გადაქყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, ქართული საზოგადოება კი მოუთმენლად ელის პროცესისი დასრულებას.

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შენგენის ზონაში არსებულ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა განახორციელონ. ამასთან დაკავშირებით, საიტზე change.org, სადაც ნებისმიერ საკითხზე არის შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან პეტიციის შექმნა კონკრეტული მოთხოვნით, გამოჩნდა პეტიცია სახელწოდებით "ვიზალიბერალიზაცია საქართველოს". პეტიციას ამჟამად ხელს 7 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. პეტიციის ადრესატად მითითებულია ევროპის კავშირი, ევროკავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონსულო და ნიდერლანდების სახელმწიფო. ხელმოწერილი პეტიცია სწორედ ამ ინსტანციებს გადაეგზავნება.

პეტიციის შექმნის მიზანზე, Ambebi.ge პეტიციის ერთ-ერთ თანაავტორს, დავით კლდიაშვილს ესაუბრა:

"იდეის ავტორი ლიკა ბასილაია-შავგულიძეა, პეტიციის მიზანი არის ის, რომ გარკვეულწილად მიგვეწვდინა საქართველოს მოსახლეობის ხმა, იმ უწყებებისთვის, რომელთაც ხელეწიფებათ ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ გარკვეული კამათის დროს, ზოგიერთი ევროსკეპტიკოსი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და გარკვეული ელიტების სურვილი და რეალურად ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სურვილი, მოხდეს ვიზალიბერალიზაცია. ამ პეტიიცის ერთ-ერთი მიზანიც ზუსტად ეს იყო, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების, ჩვენი თანამემულეების ხმა მიგვეწვდინა კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია და ასეთი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხელშესახებს გახდის ჩვენი მოქალაქეების არჩევანს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა უკვე 7200-ს აჭარბებს. ჩემი აზრით, ეს პეტიცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გაიგონ რა განწყობებია ევროპის მიმართ იმ ქვეყანაში, რომლის ვიზალიბერალიზაციაზეც საუბრობენ და ამ განწყობის გასაგებად ეს პეტიცია გარკვეულ წვლილს შეიტანს.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ თავადაც მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით

მოაწერეთ ხელი პეტიციას აქ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია