"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი

"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი

ყოფილი ტელეწამყვანი, ახალგათხოვილი ნუკი კოშკელიშვილი, ამერიკიდან საქართველოში მარტო დაბრუნდა და ჭორების კუდებიც მოჰყვა - ამერიკელ მეუღლეს გაეყარაო. ამას ერთ-ერთი გადაცემის პრომოც დაერთო, სადაც ნუკი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ლამაზი ზღაპარი დასრულდა, ამან კი მითქმა-მოთქმა გაამძაფრა.

შოუბიზნესში გამოცდილი ნუკი ამ ყველაფერზე არ გაბრაზებულა, პირიქით, სათავისოდ გამოიყენა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

- თქვენ და ბენს არ გქონიათ საუბარი, რომ აქ გადმოსულიყავით საცხოვრებლად?

- რა თქმა უნდა, ამაზე გვილაპარაკია, მაგრამ იმას იქ თავისი კარიერა აქვს, მისთვის უფრო რთულია აქ რამის გაკეთება, ვიდრე ჩემთვის - იქ. ბენმა ქართული ენა არ იცის, მისთვის ეს უცხო ქვეყანაა.

მეუბნება, თუ აქ თავი ძალიან ცუდად იგრძენი, დავკრათ ფეხი და საქართველოში წავიდეთო. ჯერ იქ კარგად ვარ, თუ მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა, წამოვალ.

სხვათა შორის, რამეზე რომ გამაბრაზებს, ვეუბნები, შენ გამო ყველაფერი მივატოვე-მეთქი და ჩუმდება, თავს დამნაშავესავით გრძნობს და ძალიან მიხარია.

ცოლი ვარ და რაღაზე უნდა იეჭვიანოს?! მართლა ისეთი დამოკიდებულება აქვს. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ფიქრობდა, ხომ არ გადაიფიქრებსო. ახლა ეს განაღდებული აქვს. თან ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა. მოკლედ, არ ეჭვიანობს.

- არადა, გავრცელდა ჭორი, რომ თქვენ და ბენი ერთმანეთს გაშორდით.

- ეს პრომო ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გასვლამდე კარგად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, თითქოს გავშორდით, მაგრამ ეს ტყუილია!

- როგორ შეაფასებდით თქვენი და ბენის ერთწლიან თანაცხოვრებას?

- შეყვარებულობანა - აღფრთოვანებაა, შემდეგ - სტაბილურობა, შეჩვევა და მერე იმ ეტაპზე გადადიხარ, როცა სტაბილურად კარგად ხარ. ძალიან ველოდები, როდის ჩამოვა აქ, კიდევ ერთი თაფლობისთვესავით გამოგვივა საქართველოში.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია