"ბებერი ევროპა" მეთხუთმეტე ჩემპიონის მოლოდინში - "ევრო-2016" იწყება

 "ბებერი ევროპა" მეთხუთმეტე ჩემპიონის მოლოდინში  - "ევრო-2016" იწყება

პირველი ევროპელები - ზეზვა და მზია საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ... ჭეშმარიტ ევროპელობამდე ჯერაც ბევრი გვიკლია. მაგალითად? ევროკავშირის წევრები ჯერ არა ვართ, მით უმეტეს, ევროპული ფეხბურთის! ყოველ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვოცნებობთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება ასე. კონტინენტის პირველობაზე თამაშს ვინ ჩივის, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებთან ამხანაგურ თამაშებსაც პირწმინდად ვაგებთ... 1:3 სლოვაკეთთან, 1:5 რუმინეთთან... საქართველოს ნაკრებმა ასეთი პროგრესიით თუ გააგრძელა გოლების გაშვება, ვარაუდიც კი არ მინდა, რას უნდა ველოდოთ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან მატჩისგან. პრინციპში, ჩვენი ნაკრები ძლიერ გუნდებთან უფრო მოტივირებული და კონცენტრირებულია და იქნებ ამან მაინც გადაგვარჩინოს...

შესავალი მეტისმეტად პესიმისტური გამოგვივიდა, მაგრამ რას ვიზამთ - ჯერ ჩვენი უნდა ვიდარდოთ და სხვისით მერე ვისიამოვნოთ. სიამოვნება კი ნამდვილად გველის - 10 ივნისს, საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი იწყება! სხვათა შორის, "პალიტრა L"-ის გამოცემული საფეხბურთო ალბომისა და მასში ჩასაკრავი სტიკერების წყალობით ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის "ევრო-2016" გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ ამაზე ბოლოს ვილაპარაკოთ, მანამდე კი, გაგახსენებთ­ გასული წლების ჩემპიონატების საინტერესო ამბებს და მომავალი ტურნირის შესახებაც ვილაპარაკებთ.

ევროპის რიგით მეთხუთმეტე ჩემპიონატის გახსნის მატჩს (საფრანგეთი-რუმინეთი) 10 ივნისს პარიზის "სტად დე ფრანსი" უმასპინძლებს და ფეხბურთის მოყვარულებისთვის სწორედ ამ დღიდან დაიწყება ერთთვიანი საფეხბურთო დღესასწაული. "ევრო-2016"-ის მთავარი ფავორიტები არიან მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასავით სამგზის ჩემპიონი გერმანია და ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი, რომელიც აქამდე ორჯერ ფლობდა ანრი დელონეს სახელობის თასს. წლევანდელი ტურნირი იმითაც არის გამორჩეული, რომ კონტინენტის ჩემპიონობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს.

ისტორია

1968 წლამდე ევროპის საუკეთესო ნაკრებების შეჯიბრებას ერქვა არა ჩემპიონატი, არამედ ევროპის თასი და ოლიმპიური სისტემით იმართებოდა;

1980 წლამდე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხი გუნდი მონაწილეობდა. 1996 წლის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა თექვსმეტმა ნაკრებმა, 20 წლის შემდეგ კი, ეს რიცხვი უკვე 24 გუნდამდე გაიზარდა; ევროპის ჩემპიონის ტიტულს ცხრა ნაკრები ფლობს: გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, სსრკ, იტალია, ჰოლანდია, ჩეხოსლოვაკია, დანია და საბერძნეთი.

ანრი დელონეს თასი

თასი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს გადასცემენ, უეფას პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს სახელს ატარებს. სწორედ მას ეკუთვნის ევროპის ჩემპიონატის გამართვის იდეა. სამწუხაროდ, 1955 წელს, კონტინენტის პირველი ჩემპიონატის გამართვამდე ხუთი წლით ადრე, დელონე გარდაიცვალა და ტურნირის მთავარ ჯილდოზე მუშაობა მის ვაჟს - პიერ დელონეს მოუხდა. თასი პარიზელმა იუველირმა მიშელ შობიიონმა დაამზადა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ანრი დელონეს თასს ფორმა და წონა არ შეუცვლია. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წინ ჯილდოს ზომა გაიზარდა და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონებს გადასცემენ თასს, რომელიც წინამორბედზე 18 სანტიმეტრით გრძელი და 2 კილოგრამით მძიმეა.

"შემთხვევითი" ჩემპიონი

ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე დანიის ნაკრების ტრიუმფი ნამდვილ სენსაციად იქცა. საქმე ის არის, რომ ფინალურ ეტაპზე დანიელები შემთხვევით მოხვდნენ - პოლიტიკური მოტივით დაწუნებული იუგოსლავიის ნაკრების ნაცვლად. "საჩუქრის" შესახებ "ვიკინგებმა" ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე

შეიტყვეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აკლდათ ნაკრების ლიდერი მიქაელ ლაუდრუპიც, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და იქ 2:0 მოუგეს გერმანიის ნაკრებს. დანიის ნაკრებისთვის ეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სერიოზული მიღწევაა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია