11 ივნისს დიდი ჯახი გველოდება - "ბორჯღალოსნები" მორიგი გამარჯვებისთვის

11 ივნისს დიდი ჯახი გველოდება - "ბორჯღალოსნები" მორიგი გამარჯვებისთვის

მარტის შემდეგ რაგბის ქართველ გულშემატკივრებს ერთგვარი შიმშილი გვქონდა, კი იყო, ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატის თამაშები, სანაკრებო ჯახებიც, მაგრამ იქ არ იყო გუნდი რომელსაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ, თუმცა მაინც ვუყურებდით. აი, ხვალ სულ სხვა განწოყბით მოგვიწევს ტელევიზორთან ჯდომა - "ბორჯღალოსნები", სამოაში, საღამოს დაუპირსპირდებიან.

ეს პირველი შემთხვევაა როდესაც, ივნისში საქართველოს ეროვნული გუნდი მაღალი დონის მეტოქეებთან მართავს შეხევდრებს, მანამდე "თბილისის თასზე" (უფრო ადრე, რუმინეთში გამართულ ტურნირზე) გვიწვედა ხოლმე გამოსვლა, რაც რბილად რომ ვთქვათ ძალიან სუსტი იყო, მხოლოდ ჩვენზე დაბალი დონის ეროვნული ნაკრებები და პირველი კლასის გუნდების ა ნაკრებები.

2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა ყველას აჩვენა რომ საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა, მსოფლიო რაგბის მამებიც დასხდნენ და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დროა კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მოგვცენ და ოკეანეთის ტურნეც დაიგეგმა, სადაც ჩვენ ბიჭებს სამი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გამართვა მოუწევთ ( 11 ივნისი - სამოა (06:00), 18 ივნისი - ტონგა (04:45), 24 ივნისი - (07:00) ).

სამწუხაროა რომ ტურნირისთვის სრული შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ რეალობას, რომ გუნდი, რომელსაც "ბორჯღალოსნები" ჰქვია, ყოველთვის მოსაგებად გადიან სტადიონზე. ასე იქნება ხვალაც, ჩვენი საამაყო კაცები გავლენ თავს დადებენ და აჩვენებ იმ შედეგს რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ. გუნდში ბევრი ახალბედაა, რომელთაც მხოლოდ რამდენჯერმე ჩაუცვამთ ეროვნული ნაკრების კვართი, არიან დებიუტანტებიც და მათთან ერთად გამოცდილი მოთამაშეები, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატებზეც მიუღიათ მონაწილეობა.

ხვალინდელი თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება მომავლის გუნდისთვის, იმ ბიჭებისთვის ვინც ხვალ საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი ბირთვი უნდ გახდეს, მათთვის ვინც ჩვენ ჰიმნს ჩვეულად ძარღვიანად შეასრულებს.

"ბორჯღალოსნობა" დიდი ტვრითია, რადგან ამ დროს ბევრი რამე გევალება, იცი რომ მთელი ქვეყანა შენ გიყურებს, შენთან ერთად განიცდის გაშვებულ ლელოს და შენთან ერთად უხარია გატანილი.ხვალ კიდევ ერთხელ დატრიალდება ქართული სული, იქნება რკენა და ჯახი, რომელიც დიდი მეგობრობით დასრულდება, რაც რაგბისთვის დაუწერელი კანონია და ალბათ სწორედ ამის გამო ეძახიან რაგბს ხულიგნურ თამაშს რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ.

მოკლედ, ხვალ ძალიან მაგარი თამაში იქნება, რომელიც მართალია ძალიან ადრეა და საყურებლად გაღვიძება მოგვიწეს, მაგრამ 3 თვის მწყურვალს რომ უთხრა დილის ექვს საათზე შეგეძლება წყლის დალევაო არ ადგება?! ეგრეა გულშემატკივარიც.

პ.ს. 2013 წელს, როდესაც საღამოას ვმასპინძლობდით, 23 ნოემბერი, გიორგობა იყო. მაშინ ჩვენმა ბიჭებმა მართლა სასწაული მოახდინეს და იმ დროისთვის ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდი დაამარცხეს(დღეს ჩვენი გუნდი აშკარად გაზრდილია), ჰოდა ნეტა არცერთი კალენდრით არ უწევს ხვალ გიორგობა?

წინ ქართველებო!!!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია