"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში

"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მეოთხე გადაცემის სტუმარია პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ერთ-ერთი მაყურებლის ჩართვამ მასსა და ვაშაძეს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. "ახალი საქართველოს" ლიდერის გაღიზიანება მაყურებლის მიერ მოყვანილმა მონაცემებმა გამოიწვია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებს ეხებოდა.

იხილეთ ვიდეო

"მინდა შევახსენო როგორი სასამართო დაგვიტოვეს. 0,05 იყო გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი. თქვენ ადამიანებს სახელმწიფოს ღალატის მუხლით, შეთითხნილი საქმეებით ასამართლებდით. მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტს, რომელიც გაყალბებულ პირადობის მოწმობებს ეხება. იცით, რომ პოლიტიკური პარტიები შემოწირულობებით ირჩენდნე თავს. იყო ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც ერთი მარშუტკა ჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს, მათი პირადობის მონაცემები იყო გაყალბებული და მათი სახელებით "ნაციონალურ მოძრაობას" ერიცხებოდათ თანხები", - მიმართა მაყურებელმა ვაშაძეს.

"ახალი საქართველოს" ლიდერმა მაყურებელი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, "შეეწყვიტა დემაგოგია".

"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი და არ გინდათ ეს დემაგოგია, სირცხვილია, ახალგაზრდა კაცი ხართ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."