სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 14 და 16 ივნისს, ჯამში, 51 საქმესთან დაკავშირებით წერილობით გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის "ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" შეტანილ სარჩელსაც განიხილავს.

სასამართლოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ "2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი მოშორების მიზნით მიიღო, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება გამოიწვია. მერაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ, ამგვარი გადაწყვეტილებით, მას მომავალ 2013 წლი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელი შეუშალა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს გვიან ღამით ის გამოიყვანეს საკნიდან და მთავარ პროკურორთან დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც ის ღირსების შემლახველი ქმედების გამოყენებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ობშორული საბანკო ანგარიშების შესახებ დაკითხეს. მან სასამართლოს მსვლელობისას ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

საბოლოოდ, ვანო მერაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას გმობს", - ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 14 ივნისს, ადგილობრივი დროით, 10.00 საათზე გამოაქვეყნებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ