"კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა"

"კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა"

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ქუთაისში. 50 წლის მაიზერ ბანძელაძე გვიან ღამით, მეზობელმა, დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, დაჭრილი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბანძელაძე დილით გარდაიცვალა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, მკვლელობას გარდაცვლილსა და მის თანაუბნელს შორის შელაპარაკება უძღოდა.

გარდაცვლილს 2 შვილი და მოხუცი დედ-მამა დარჩა, რომლებისთვისაც მომხდარი ტრაგედია მძიმედ გადასატანი განსაცდელია. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით არის აღძრული.

გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარზე ლაპარაკი ძალზე უჭირთ.

ლ. ქ; გარდაცვლილის მეზობელი:

- მაიზერსა და მკვლელობაში ბრალდებულს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ვხედავდით ერთად. ყველას გვეგონა, რომ მხარში ედგა მაიზერს და ეხმარებოდა, მაგრამ საბოლოოდ იმ ქვეყნად გაისტუმრა. გარდაცვლილს უმცროსი შვილი ავად ჰყავს, ახლახან მაიზერის უფროსმა ვაჟმა უცხოეთში წაიყვანა სამკურნალოდ. თავად მაიზერიც უნდა ჩასულიყო მათთან, უკვე ბილეთიც ჰქონდა აღებული, მაგრამ...

იმ ღამეს რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. ამბობენ, ერთად დალიეს და ამ დროს შეკამათდნენო. დანაშაულამდე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ თურმე; მეზობლებმა გაიგონეს

ხმაური და გარეთ გამოვიდნენ, თუმცა უკვე გვიან იყო... კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა. მალევე წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო, ვერაფერი უშველეს...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ