"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები

"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები

როგორც ჩანს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პარტიების მრავალფეროვნებით იქნება დასამახსოვრებელი.

გაუწევს თუ არა "კონკურენციას" მოქმედ და საზოგადოებისთვის ცნობილ პარტიებს ახალი პარტიები, ეს ოქტომბერში გაირკვევა, მანამდე კი ამ პარტიების წარმომადგენლებს მათ საარჩევნო შანსებსა და კონკრეტულ გეგმებზე ვესაუბრეთ.

Allnews.ge პარტიების ეკონომიკური ხედვებით დაინტერესდა.

გოგა ხაჩიძე, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი": ჩვენი საარჩევნო შანსები არის ქართულ საზოგადოებასა და ამომრჩეველში. ჩვენი საარჩევნო შანსები მაშინ დაიწყება, როდესაც "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიები გაბედავენ და ეკონომიკურ პროგრამაზე სადებატოდ დასხდებიან ჩვენთან ღია სივრცეში. აი იქ დაიწყება ჩვენს კონკრეტულ შანსებზე ლაპარაკი. თუ ეს პარტიები ვერ გაბედავენ ჩვენთან სადებატოდ დასხდომას და ხალხი არ აიძულებს ამის გაკეთებას, მაშინ ყველა ჩვენთაგანის ბრალი იქნება რაშიც აღმოვჩნდებით.

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტია": საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ამ დღეებში გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემუშავებული ყველა სფეროზე, თუ როგორ ვაპირებთ მათ განვითარებას, თუმცა პრეზენტაციამდე ამის ხმამაღლა გაჟღერებას არ ვაპირებთ.

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე: მე ვფიქრობ, რომ 5 ივნისს, როდესაც რუსთაველზე გვქონდა დიდი შეკრება, ნათელი გახდა, რომ საარჩევნო ბარიერის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველთან მივიდეთ იმიტომ, რომ ჩვენ გავქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებიც ამ მიმართულებით ჩაერთვებიან. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."