უკრაინაში ქართველი ბინის ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ბინის ქურდები დააკავეს

კიევის ბორისპოლის რაიონშიპოლიციამ ბინის ქურდები დააკავა, რომლებიც საქართველოდან არიან. ამის შესახებ "ქრონიკა.ინფო" იუწყება.

დაკავებული ორი პირი ლატვიური სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

სამართალდამცველებმა მათი მანქანის ჩხრეკისას ე.წ. "ატმიჩკები" ამოიღეს, რომელსაც დაკავებულები ბინების გასაღებად იყენებდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს გადამოწმება, აქვთ თუ არა მათ მონაწილეობა მიღებული კიევში ბინების ძარცვაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ