"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" - მოქალაქე დავით ნარმანიას

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" - მოქალაქე დავით ნარმანიას

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" , - ასე მიმართა მოქალაქე მზია თეზელაშვილი ქალაქის მერ დავით ნარმანიას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა". საქმე მშენებლობის ნებართვასა და მის ირგვლივ განვითარებულ გაუგებრობას ეხებოდა. ნარმანია დაინტერესდა აღნიშნული საკითხით, მზია თეზელაშვილი მოქალაქეთა მიღებაზე დაიბარა და ნათქვამის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარებას დაჰპირდა.

"მივხვდი საკითხს არსს. მე შევხვდი ამ ქალბატონს და დავიტოვე მისგან ინფორმაცია. ამას მოჰყვა ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან რეაგირება. თუ ამ სამსახურს აქვს კიდევ მშენობლობასთან დაკავშირებით განმეორებით მომართვა, ყველა წინაპირობას გავითვალისწინებთ. ჩაერთვება განხილვასი დაინტერესებული მხარე, (ამ შემთხვევაში მომჩივანი მხარე). მომჩივანი მხარის დასწრება არი აუცილებელი. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ ტავიანთი წინადადებები. მოიყვანონ არგუმენტები, თუ რატომ არ ეთანხმებიან ამათუ იმ მშენებლობას. შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება ჩემი ხელმოწერით დოკუმენტს, გამომდინარე იქედან რომ დედაქალაქის მერი არის ქალაქის უმაღლესი მართველობის პირი, მერიაში მომზადებულ ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს ქალაქის მერი აწერს ხელს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი არ გასაჩივრდეს. მე ხვალ დილიდანვე დავავალებ აუდიტის სამსახურს აღნიშნული დოკუმენტის მოკვლევას, რომ დაადგინოს თუ სადმე ხარვეზია, დაგიკავშირდებით და მივიღებთ ზომებს...

დედაქალაქის მერს საუბარი ისევ კითხვის ავტორმა შეაწყვეტინა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის იყო ზედამხედველობის სამსახურში, სადაც, როგორც კითხვის ავტორი ამბობს დაემუქრნენ.

"მე ვიყავი ზედამხედველობის სამსახურში, სადაც მითხრეს, რომ თუ დაგვჭირდა გაგანადგურებთ"

ამ განცხადების შემდეგ ქალაქის მერმა ქალბატონს იმ ადამიანის ვინაობის დასახელება სთხოვა, რომელიც მას დაემუქრა და მომდევნო კვირის პარასკევს მასთან ერთად შეხვედრა დანიშნა. აქვე მერმა დასძინა, რომ თუ ეს ფაქტი დადსტურდება მასზე შესაბამისი რეგაირება ექნება.

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მეოთხე გადაცემის სტუმარია თბილისის მერი დავით ნარმანია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."