ფოთში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები რეიდებს ატარებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველები ქალაქში გადაადგილდებიან და ქვეითად მოსიარულეებთან ერთად, ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მძღოლების ვინაობით ინტერესდებიან და საბარგულებს ამოწმებენ. რეიდების მიზეზები უცნობია.