წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა პარტია დატოვეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი "პატრიოტთა ალიანსს" უერთდებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მათ პროტესტის ნიშნად ,,ოცნების" მაისურებიც დახიეს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაზუსტებელია ვისი ორგანიზებით გაიმართა აქცია. ცოტნე ზურაბიანის მტკიცებით, აქციაზე "ქართული ოცნების" "რეალური წევრები არ ყოფილან".