ოდესიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი "სვანა" საქართველოშია? - რა ინფორმაციას ავრცელებს გივი თარგამაძე

ოდესიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი "სვანა" საქართველოშია? - რა ინფორმაციას ავრცელებს გივი თარგამაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის "სვანას" ოდესიდან საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა. დავით გერლიანზე, იგივე "სვანაზე" თარგამაძემ სოციალურ ქსელში გუშინ, 18 ივნისს დაწერა. დეპუტატის თქმით, უკრაინაში დაკავებისას კანონიერ ქურდს დედის გვარზე, ჩაჩიბაიაზე დამზადებული პასპორტი ჰქონდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი განმარტავს, "სვანა" 2014 წელს თურქეთში აკურთხეს "კანონიერ ქურდად".

"დღეს 19 საათზე ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე. ქვემოთმოყვანილი ვიდეო ასახავს ხსენებული დეპორტაციის პროცესს. ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ,"- წერს თარგამაძე ფეისბუქის გვერდზე.

იხილეთ ექსტრადირების კადრები

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თარგამაძემ აღნიშნა, რომ გერლიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამ ფაქტზე.

"მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ როდესაც მათ აღარ ჰყავთ ამომრჩეველი, ამ ამომრჩევლის მაგოვრობას მათ ვერანაირი "კრიმინალური ავტორიტეტი" ვერ გაუწევს და ამ გზით ზემოქმედება საარჩევნო შედეგზე იქნება შეუძლებელი" - აღნიშნა თარგამაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ