"თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში" - ბიძინა ივანიშვილი

"თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში" - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი არ აქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე "საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო" განაცხადა, არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გააჩნია.

"არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინეტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ მაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მანვე კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მზად არის თანაინვესტირების ფონდთან არსებული პროექტები ფასდაკლებით და შეღავათებით გადასცეს.

"თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, გადმოგცემთ ფასდაკლებით და შეღავათებით. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ივანიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს გამჭვირვალე და არაკორუფციული მთავრობა, თუმცა ეკონომიკა სუსტია.

"გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."