რა კავშირი აქვს ზვიად ძიძიგურს პირადი ცხოვრების სკანდალურ საქმეზე ბრალდებულ ვაჟა ლელუაშვილთან?

რა კავშირი აქვს ზვიად ძიძიგურს პირადი ცხოვრების სკანდალურ საქმეზე ბრალდებულ ვაჟა ლელუაშვილთან?

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძური პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სკანდალურ საქმეზე ბრალდებულ ვაჟა ლელუაშვილთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"მე არ მომისმენია თქვენი კომენტარი, ვაჟა ლელუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა მამუკა არეშიძემ განაცხადა რომ თქვენ გარკვეული კავშირები გქონდათ... რომ თითქოს იყო მცდელობა გარდაბანში ბიზნესის გაკონტროლებისა... რა ურთიერთობა გაქვთ ვაჟა ლელუაშვილთან - კითხვით მიმართა გადაცემის წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა ზვიად ძიძიგურს.

-მე არ ვიცნობ საერთოდ ამ კაცს. ტელეფონითაც არ მქონია საუბარი ამ ადამიანთან. მხოლოდ ვიცი რა ფუნქცია ჰქონდა და რას აკეთებდა სააკაშვილის დროს.

-არ გარდაბნის მაჟორიტარ ფეიქრიშვილს იცნობთ?

-ფეიქრიშვილს როგორ არ ვიცნობ. ჩემი კოლეგა არის პარლამენტში. ძალიან კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს. რამე პრობლემაა?- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს... მესმის რომ ვიღაცას უნდა რაღაცით ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ვერ დავეხმარები ვერავის ამ საქმეში. არ არის სწორი და როგორ მოვიქცე..."- დასძინა ძიძიგურმა.

იხილეთ ვიდეო

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი