მაიკლ ჯექსონის სახლში ბავშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინეს

მაიკლ ჯექსონის სახლში ბავშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინეს

მაიკლ ჯექსონის ნევერლენდის რანჩოზე 2003 წელს პოლიციამ პორნოგრაფიული მასალების მსხვილი კოლექცია აღმოაჩინა. წიგნები და ვიდეოები, რომელიც პოპის მეფის სახლში იპოვნეს, დოკუმენტირებულია სასამართლო საბუთებში. დოკუმენტირება მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდა ბიჭმა განაცხადა, რომ მასზე მომღერალმა რამდენჯერმე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. ჯექსონის საძინებელში და აბაზანაში შვიდი პორნო კოლექცია აღმოაჩინეს, სადაც თინეიჯერი ბიჭების შიშველი ფოტოები იყო აღბეჭდილი.

ჯექსონის სახლში აღმოჩენილი მასალები ამნიპულაციური, ნარკოტიკული და სექსუალური ხასიათის ძალადობის შემცველი იყო. მასალები სავსე იყო სისხლით, პორნოგრაფიული გამოსახულებებით, ცხოველთა მსხვერპლშეწირვით და პერვერსიული სექსუალურ აქტებით ბავშვების მიმართ. სახლში აგრეთვე ბავშვთა წამების ფოტოები, შიშველი ბიჭების და მამაკაცების ფოტოები და ვიდეოები, სადომაზოხისტური პორნოგრაფია ინახებოდა.

2005 წელს ჯექსონის წინააღმდეგ შვიდი ბრალდება განიხილეს, სადაც მას არასრულწლოვანი ბიჭებისთვის სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებდნენ. 13 წლის ბიჭმა, ჯორდან ჩენდლერმა განაცხადა, რომ ჯექსონმა ის გააუპატიურა. მიუხედავად ამისა, მომღერალს სასჯელი არ მოუხდია. ბიჭის დედა კი აცხადებდა, რომ ჯექსონი მის შვილს არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ჯორდანმა ზუსტად მოახერხა ჯექსონის პენისის აღწერა, სათესლე ჯირკვლებზე ხალების მდებარეობა, რაც შეუძლებელი იყო სექსუალური კონტაქტის გარეშე ცოდნოდა. საბოლოოდ, ჯექსონმა ჩენდლერის ოჯახს 22 მილიონი დოლარი გადაუხადა პირადი მორიგების საფუძველზე და მის წინააღმდეგ საქმე აღარ აღიძრა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა