ავტორი:

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვისგან შვილს ელოდება. წყვილი წელიწადზე მეტია ერთადაა და უკვე ოფიციალურადაც დაინიშნენ. ძენგოვმა ზაფხულში, პანდემიის დროსაც კი მოახერხა, რომ საყვარელი ქალი დასასვენებლად სენ ტროპეზე წაეყვანა. როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ძენგოვი ქეთას ყველა სურვილს უსრულებს და განსაკუთრებულად ანებივრებს.

როდესაც Ambebi.ge ქეთას ორსულობის შესახებ წერდა, ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა ქეთას უახლოესმა მეგობარმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. "დიახ, ბავშვს ელოდება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ სურს“ - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაშინ ჩვენი წყარო. წყარო ასევე გვეუბნება, რომ ქეთა ახლა 6 თვის ორსულია.

მომღერლის ორსულობაზე წერდა რუსული მედიაც. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ქეთამ "ინსტაგრამზე" ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორსულობის შესახებ ინფორმაცია უარყო და თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რომ ყვითელ პრესას არ ენდონ.

"ახლა ვიმყოფებით მუსიკალურ ბაზაზე, რეპეტიციაზე და დავურეკე ჩემს ყველა მეგობარს და მივულოცე, რომ თურმე ვიმშობიარე. ეს უკვე კოშმარია, გთხოვთ ნუ კითხულობთ ამ ყვითელ პრესას...“ - ამბობს თოფურია. წყარო

რუსულ მედიაში წერენ, რომ თოფურია უბრალოდ ინტრიგას ინარჩუნებს და სურს, რომ საზოგადოებამ არა მედიისგან, არამედ თავად მომღერლისგან შეიტყოს მისი ცხოვრების ყველა სიახლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ნიშნობის ბეჭედს ატარებს, ის ბოლომდე უარყოფდა ძენგოვზე დანიშვნას, სანამ სექტემბრის ბოლოს თავად არ დაადასტურა ინფორმაცია მოსალოდნელი ქორწინების შესახებ.

მილიონერ დიპლომატ ლევ ძენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი მინსკში, ძენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო როგორც მომღერალი.

დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ირინას თქმით, ქმარმა ის მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ პატარა გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო.

"ჩვენს პატარას 3 თვის ასაკში აცრა გავუკეთეთ და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები, მან მხოლოდ 9 თვე იცოცხლა. ლევ ძენგოვი ბედნიერი იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ როდესაც პრობლემების წინაშე დავდექით...“ - აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქალი.

ქეთასთან ერთად ცხოვრობს დედა და მისი ქალიშვილი ოლივია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლის პირველი ქმარი, მილიონერი ლევ გეიხმანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად შვილის სანახავად ჩადის. დაშორებულ წყვილს ერთმანეთან ცივილური ურთიერთობა აქვს.

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა