შსს-მ ჩოხატაურში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ჩოხატაურში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გიორგი ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა გიორგი ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მეზობელს, 1985 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა გიორგი ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ