მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ

 მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი ნაფიცებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს 4 ივლისსაა დანიშნული, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც რეპლიკების ეტაპი დადგება. ბოლოს კი ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

კანონის თანახმად ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად 3-საათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უკრავლესობით უნდა იქნას მიღებული, კერძოდ 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება.

თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ