"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."

"სულხანზე "ნაციონალების" სისასტიკემ სრულად გადაიარა - ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ..."

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წამების საქმეზე პროკურატურაში ძიება გრძელდება. 2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. თემაზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ "სუხოს"- ეს იყო გაუთავებელი პროც­ესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში - მე მალევე ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანიც იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები. ყოფილი პროკურორი გამოვიდა - სულხანი­ არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადება ჰქონდაო, სიგარეტის ნამწვებიც ვარიკოზული დაავადებით ხომ არ იყო გამოწვეული? სულხანზე "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკემ სრულად გადაიარა - მას ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ...

თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა: "სულხანს საფრანგეთში გამოკვლევებს უტარებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვეღარ შეძლეს. არადა, ღვიძლის გადანერგვას ვაპირებდით, დონორიც უკვე ნაპოვნი­ გვყავდა. მისი ჯანმრთელობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეღარ აღვადგინეთ, იმდენად ნაწამები და ნატანჯი იყო ჩემი შვილი, ვეღარ ვუშველეთ. მიუხედავად აუტანელი ტკივილებისა, უამრავი გეგმა ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი საუბრობდა. გამოძიების იმედი აღარ ჰქონდა, რამდენჯერმე პროკურატურასაც მიმართა, ამდენ ხანს რას იძიებთო. ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ჩემი განადგურება სააკაშვილს როგორ შევარჩინოო - თავის თავზე ბრაზობდა. ახლა სულ არ მაინტერესებს, გამოძიება დასრულდება, ვინმე დაისჯება თუ რას იზამენ - შვილი აღარ მყავს და ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა და პირველ რიგში, იმ საქმემ, რომლის დასრულებასაც ჩემი სულხანი ვეღარ მოესწრო.

წაიკითხეთ სრულად "კვირის პალიტრის" 4 ივლისის ნომერში ან დარეგისტრირდით საიტზე და შეიძინეთ სასურველი პაკეტი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."