"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

"საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი დღეს მისივე მოთხოვნით მედიისთვის დაიხურა. ბრალდებულის ადვოკატებმა მაგდა პაპიძის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლის წინაშე პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ სასამართლო დარბაზში მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დატოვა.

ბრალდებულის დედას, ლიანა შამუგიას დადებითი ვერდიქტის მოლოდინი აქვს: "ეს საქმე აქ არ დამთავრდება. პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი - მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს, მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი. მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

რაც შეეხება ქაფიაშვილების ოჯახს, ისინი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან ნაფიცი მსაჯულებისგან. როგორც AMBEBI.GE-ს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა განუცხადა, "ის ფაქტები რაც არსებობს, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი, მიხვდება, რომ მაგის გაკეთებულია."

"საერთოდ არ ფიქრობს თავის ქმარ-შვილზე. არ ანაღვლებს რა იქნება და როგორ, მარტო თავის თავზე ფიქრობს. დადის, თმებს იღებავს, "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს იქედან. დარბაზში უთხრა თავის დას, ლანას "რუმიანა" შემომიგზავნეო, მარტო მე კი არა, ერთი 30-მა კაცმა გაიგონა", - ამბობს ალხაზ ქაფიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ