მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დასრულებულია. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.

იხილეთ ვიდეო| უახლესი კადრები მაგდა პაპიძის პროცესიდან: ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გადიან

სათათბირო ოთახში გასვლამდე ნაფიც მსაჯულებს მოსამართლემ განმარტებები მისცა. კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს განემარტათ

კანონის რომელი მუხლებით უნდა იხელმძღვანელონ და რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ, მიუხედავად მათი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა.

"თქვენ ვალდებული ხართ დაადგინოთ, ჩაიდინა თუ არა მაგდა პაპიძემ ოჯახური დანაშაული, კერძოდ, მოკლა თუ არა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი", - განუმარტა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ ნაფიც მსაჯულებს.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ