რას აცხადებს მაგდა პაპიძის ადვოკატი ვერდიქტის გამოტანამდე

რას აცხადებს მაგდა პაპიძის ადვოკატი ვერდიქტის გამოტანამდე

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ამის შესახებ ფხალაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს საკუთარი პოზიციის დასამტკიცებულად უტყუარი მტკიცებულებები არ გააჩნია.

"დღეს დავაფიქსირეთ ჩვენი ეჭვები და კითხვის ნიშნები ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებთ. გავაჟღერეთ ბევრი ისეთი გარემოება, რომელიც ბრალდებულის მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს იქნა ამოღებული. ვთლით, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ის მტკიცებულებები, რასაც უტყუარი მტკიცებულებები ჰქვია და რასაც შეიძლება განაჩენი დაემყაროს. რეალურად, როდესაც ბრალდების მხარე მოტივში ცდება, ეს ცალსახად იმასაც ადასტურებს, რომ ბრალდების მხარეს ვერ გაურკვევია რა მოტივით მოხდა მკვლელობა... რაც შეეხება ვერდიქტს, ვფიქრობთ, რომ ნაფიცი მსაჯულები ობიექტურები არიან და მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ობიექტურად შეაფასებენ. უბრალოდ, პრობლემა არის ის, რომ საქმე თავიდანვე გახმაურებული იყო, თავიდანვე შეიქმნა აზრი მაგდა პაპიძის მიმართ და ეს მსაჯულებიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან. თუ მსაჯულები საზოგადოებაში გავრცელებული აზრისგან დამოუკიდებლები იქნებიან, მათი გადაწყვეტილება იქნება გამამართლებელი ვერდიქტი", - განაცხადა ფხალაძემ Palitratv.ge-სთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ცნობისთვის, კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ: "საერთოდ არ ფიქრობს ქმარ-შვილზე... "რუმიანას" და "მანიკურებს" ითხოვს" - მაგდა პაპიძის მაზლი რძლის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ