ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს

 ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს

"ყველას სათითაოდ უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს პედაგოგებს.

განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა, მომდევნო ერთი საათი კი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში - მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის "დიდი, დიდი, დიდი ბოდიში" და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? - ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც მასწავლებლებმა აღნიშნული სიტყვა ტაშით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს.

განათლების მინისტრმა პედაგოგებს პირობა მისცა, რომ ამას ერთად გამოასწორებს. მისივე თქმით, აპირებს და 2-3 წელიწადში ერთობლივი ძალისხმევით, "მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."