ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ISIS-ის აუდიოჩანაწერებზე გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით გამოკითხეს

ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ISIS-ის აუდიოჩანაწერებზე გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით გამოკითხეს

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. საქმე "კვირის პალიტრაში" გუშინ გამოქვეყნებულ სტატიას ეხება, სადაც საუბარი ISIS-ის წევრების მხრიდან პანკისის "ჯამაათის" მიმართ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს შეეხება.

როგორც ნინო ბურჭულაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, აუდიოჩანაწერი ექსკლუზიურად მოიპოვა. მისივე თქმით, ჩანაწერი ხანგრძლივია, სადაც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ იუსტიციის მინისტრი და თარხან ბათირაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, ამჟამად კი ერთ-ერთი დაჯგუფების საველე მეთაური ფიგურირებენ.

"დაახლოებით ათი დღის წინ მოვიპოვე ორი აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოგზავნილი იყო ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქ რაკკადან. ჩანაწერი გაკეთებულია პანკისის ჯამაათისთვის. საქმე ისაა, რომ პანკისის ხეობაში ჯამაათებს შორის არის განხეთქილება და მიმართვა საკუთარი მხარდამჭერების გასამხნევებლად გაკეთდა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს მასალა მნიშვნელოვანია. მიმართვა საკმაოდ ხანგრძლივია. პირველი მიმართვის ავტორი, ჩემი ინფორმაციით, უნდა იყოს ვინმე გუმაშვილი, მეტსახელად "ადამა", რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ იუსტიციის მინისტრია, ხოლო მეორე მიმართვის ავტორი რუსლან ტახოსაშვილია, რომელიც ჩემი მონაცემებით, თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი იყო, ამჟამად კი ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების საველე მეთაურია.

ვინაიდან ეს მასალა იყო ჩემი ექსკლუზივი, გუშინ დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და დამიბარეს უწყებაში. საუბარი ძირითადად სტატიის ირგვლივ მიდიოდა, წარვადგინე ჩემს მიერ მოპოვებული ჩანაწერები", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ