მაგდა პაპიძეს სასჯელი დღეს განესაზღვრება

მაგდა პაპიძეს სასჯელი დღეს განესაზღვრება

მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 4 ივლისს მიიღო.

მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ტაშით შეხვდნენ. დარეჯან მინდიკაურმა კი ბრალდებულს დარბაზიდან გასვლის წინ მკვლელი უწოდა. მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.

მხარეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრალდების მხარე მომხრე იყო, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულიყო. დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ მათი სურვილია მაგდა პაპიძეს სასჯელი მოსამართლემ დაუნიშნოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ