"მე მზად ვარ "დენის სკამისთვისაც" - მაგდა პაპიძე

"მე მზად ვარ "დენის სკამისთვისაც" - მაგდა პაპიძე

"არ მაქვს პრეტენზია არც სიცოცხლის და არც უვადო პატიმრობაზე, მე მზად ვარ "დენის სკამისთვისაც", - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სასჯელისთვის მზადაა, თუმცა ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ "ურჩევნია სიკვდილით დასაჯონ".

გარდა ამისა, მაგდა პაპიძემ განმარტა, რომ დიდი იმედი ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების, თუმცა წარდგენილ ბრალდებებში გაამტყუნეს.

ასევე წაიკითხეთ: მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

"მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას თხოვს, რაც 16 წელია.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ