მყვინთავი, რომელიც დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტია

მყვინთავი, რომელიც დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტია

მყვინთავი, რომელიც მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე მომუშავე მაშველებმა განუცხადეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 40-მდე მაშველი, მათ შორის ელგუჯა ჯამრიშვილის ვაჟიც, რომელიც ასევე მყვინთავია. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ. ჯამრიშვილი კი კერძო მყვინთავია და გავრცელებული ინფორმაციით, იგი დაკარგული მოზარდის ოჯახმა დაიქირავა.

"მდინარე ადიდებულია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია, თუმცა მაინც გრძელდება. არც ერთი მათგანი - არც მყვინთავი და არც მოზარდი ჯერ ნაპოვნი არ არის", - განუცხადა AMBEBI.GE-ს მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.

დაკარგულ მყვინთავს, ისევე როგორც დაკარგულ 17 წლის ბიჭს, მდინარე აბაშისწყალში ამ დრომდე ეძებენ.

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებს - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ