"სირცხვილია, გამრავლების საქმეს მხარს თუ ვერ დავუჭერთ" – რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე

"სირცხვილია, გამრავლების საქმეს მხარს თუ ვერ დავუჭერთ" – რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე

"სირცხვილია თუ ვერ შევძლებთ, რომ გამრავლების საქმეს მხარი დავუჭიროთ" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

მაყურებელი ნათია ბერიძე დაინტერესდა, როდიდან შეძლებს განათლების სამინისტრო, რომ მასწავლებლებს დეკრეტული შვებულებება აუნაზღაუროს.

მინისტრის განმარტებით, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჯეჯელავამ ისიც აღნიშნა, რომ ყველანაირად შეეცდება ეს სახსრები მოიძიოს.

იხილეთ ვიდეო

"გეტყვით როგორც ბატონი მინისტრის, ასევე ჩემი პირადი გადმოსახედიდან... რაც შეეხება მინისტრის პოზიციას, ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მატერიალურად იმ დონეზე, რაც ყველას გაგვიხარდებოდა. განათლების სისტემაში 66 ათასი მასწვალებელია. მე რომ შევძლო და დავარწმუნო ჩემი კოლეგები, 1 მილიონი დაუმატონ მასწვალებლების სახელფასო ანაზღაურებას, თითო მასწავლებელს 1,26 ლარი შეხვდება. იმდენად მასშტაბურია სისტემა, რომ მასში რაიმეს შეცვლა ათეულობით და ასეულობით მილიონ ლართან არის დაკავშირებული. დეკრეტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩემს პოზიციასაც გავურევ. სირცხვილია თუ ვერ შევძლებთ, რომ გამრავლების საქმეს მხარი ვერ დავუჭიროთ. მე შემიძლია დავპირდე ჩვენს მაყურებელს, რომ შევეცდები საკითხი გადავიყვანო ფულად მაჩვენებელში, ანუ რა დაჯდება მასწავლებლის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და შემდეგ ამას წარვუდგენ საზოგადოებას. დამიჯერეთ, საუბარია ისეთ თანხებზე, რომლის სწრაფად მობილიზებას ვერ შევძლებთ. მოგესხენებათ, დისკრიმინაციული ვერ ვიქნებით ანუ ვერ მოხდება ისე, რომ ერთ მასწავლებელს ავუნაზღაუროთ შვებულება და მეორეს - არა. თუ დავაფინანასებთ ყველასი უნდა დავაფინანსოთ. ამისთვის სახსრებია საჭირო. მე შევეცედები ეს სახსრები მოვიძიო. თუმცა მე უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის მთლიანი მდგომარეობა. პირობას გაძლევთ, რომ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი, რომელიც ჩემი მაგიდიდან არ გავა, სანამ ამასთან დაკავშირებით რამეს არ მოვიფიქრეთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ასევე ნახეთ: უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

"ეს არის ტრაგედია და უბედურება, რომელიც გვაქვს შთამომავლობას" - მინისტრის კომენტარი სკოლებში არსებულ ბულინგზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი