შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული რამაზ მ. ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით, რამაზ მ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

"გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ