გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?

გუკა რჩეულიშვილი დააკავეს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაკავებულია "ცენტრ-პოინტის" ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

როგორც კერვალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის აღნიშნულ ინფორმაციას ვახტანგ რჩეულიშვილისგან ფლობს, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა და სხვა დეტალების თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის.

"საუბარია ბათუმის პროექტზე "მაგნოლია", რომელიც ჩაბარებულია და იქ უკვე ხალხი ცხოვრობს. აქ რა შუაშია გუკა რჩეულიშვილი, არ ვიცი", - აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან შპს "ცენტრ-პოინტი აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია, ამ ფაქტს პროკურატურაში ვერ ადასტურებენ. "დაკავებულები არიან შპს "ცენტრ-პოინტი აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე ვადასტურებ ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მიმდინარე სპეცოპერაციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

თუ რომელი მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები, ამ ეტაპზე პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. ნათია სუხიაშვილის განმარტებით, ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ხვალ გაავრცელებს.

წაიკითხეთ: "სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ