"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე

"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე

შეკვეთილში, Black Sea Arena -ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ისეთი წარმოდგენები მოეწყობა, რომელიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს.

"ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი "ქართუ" ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ფონდ "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

"ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი. ეს არის ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენდა. ეს არის რეგიონის განვითარების პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ამ ნაწილისთვის. გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, მოხდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. ასეთი მსხვილი ინვესტიცია ქმნის სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დაათვალიერეთ დარბაზის ფოტოები

მისივე თქმით, დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს და პრემიერი დარწმუნებულია, რომ ინტერესი იქნება მაღალი.

"საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე ადამიანზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების სრული დაცვით, გათვლილია შშმ პირებზე, რისი პრეცედენტიც არ გვქონია. დარბაზის სტრუქტურა ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი ჟანრის მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ პროგრამას", - აღნიშნა პრემიერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი