განათლების ყოფილ მინისტრს საქართველოს მოქალაქობას ართმევენ

განათლების ყოფილ მინისტრს საქართველოს მოქალაქობას ართმევენ

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საქართველოში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

მისი განმარტებით, მას ამ დროისთვის ორმაგი - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს, რის შესაძლებლობასაც მას უკრაინის კანონმდებლობა ანიჭებს - უცხოელს, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, თავისი ქვეყნის მოქალაქეობას ორი წლის განმავლობაში უნარჩუნებს.

"რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველოში დაიწყო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი - მოვიდა შესაბამისი ნოტიფიკაცია. საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც უცხოეთის პოლიციაში მუშაობს, საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება. ვნახოთ, როგორი იქნება არგუმენტაცია. გადაწყვეტილება ჯერ არ არის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ინტერვიუში ხატია დეკანოიძემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დიდი რისკი იქნება ქვეყნის ხელისუფლებისთვის. ის არ აკონკრეტებს პასუხს კითხვაზე, აპირებს, თუ არა შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩასვლას. "ეს დიდი რისკი იქნება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის", - ამბობს დეკანოიძე. მისივე თქმით, ყველა ადამიანის უფლებაა, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სააკაშვილმა, მას გააჩნია ამის უფლება როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი პოლიტიკური გზა გაიარა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იქნება აბსოლუტურად ჩვეულებრივი", - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, თავად თუ წავა საქართველოში, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ მას თავისუფლად შეუძლია ჩავიდეს და გამოემგზავროს საქართველოდან. მისი თქმით, ბოლოს თავის ქვეყანაში სამი კვირის წინ იმყოფებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."