შემზარავი შემთხვევა ახალქალაქში: 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი მოკლული იპოვეს

შემზარავი შემთხვევა ახალქალაქში: 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი მოკლული იპოვეს

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მისი მეუღლე კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფომრაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ინფორმაციას მკვლელობის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ