ვახტანგ რჩეულიშვილი - "ცენტრ-პოინტის" წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა

ვახტანგ რჩეულიშვილი - "ცენტრ-პოინტის" წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა

ყველგან, ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ "ცენტრ-პოინტის" წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

რჩეულიშვილის თქმით, კომპანიას დამთავრებული აქვს ყველა ის ობიექტი, სადაც ფული გადაიხადეს, ხოლო მშენებლობები შეჩერებულია იქ, სადაც ფული გადახდილი არ არის.

"პროექტ "მაგნოლიასთან" დაკავშირებულ საქმეში დევს უკმაყოფილება, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაიასა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა. ეს დაიწყო მათმა საქმიანმა პარტნიორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი იყო და რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თბილისის პროკურატურაში გუკას დაბარების საბუთი მაიას მიუვიდა. მაიას საბუთი თელავში ჩააბარეს. გუკა დაბარეულია 11:00 საათზე, მაია - 13:00 საათზე. მაიამ გუკას ეს საბუთი რომ გადასცეს, მინიმუმ უნდა ნახოს. მაია 13:00 საათზე მივა პროკურატურაში, გაიგებს რა ხდება, როგორ ხდება და იმის მიხედვით ჩააბარებს გუკას დოკუმენტს. თუ დავინახევთ, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, მაშინ ვნახოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ რჩეულიშვილმა.

რჩეულიშვილის სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ კომპანია "ცენტრ-პოინტს" ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებელობა არ მიეცა და "ტენდრებიდან მოხსნეს".

"მე რატომ ვარ გამწარებული, მე სულ სხვას ვთხოვდი მაგათ - ის ფულადი დახმარება რისი გაწევაც მათ სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შეუძლიათ, ყველას მისცეს ჩვენს გარდა. ეს არის ლტოლვითათვის ბინების აშენების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსეს ჩინელები, ყველა - უცხოელები, ქართველები, "ოცნების" წევრები და არა წევრები, ხოლო ერთადერთი ჩვენ გვითხრეს უარი", - ამბობს რჩეულიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ