გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა

გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა

გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. პროკურატურასთან არც რჩეულიშვილის ადვოკატი გამოჩენილა.

გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე იყო დაბარებული. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მას თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ "ცენტრ-პოინტ აჭარის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ "თეთრ მაგნოლიას" უკავშირდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას დღეს გააკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ