მთავარ პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი დაინიშნა. საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენლის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს.
პროკურატურამ გუშინ "ცენტრ-პოინტ აჭარის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ "თეთრ მაგნოლიას" უკავშირდება.
საქმეზე თბილისის პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული გუკა რჩეულიშვილი, თუმცა ის უწყებაში არ გამოცხადდა. ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება მაია რჩეულიშვილი.