თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში, დაკითხვაზე მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში შეძახილებით შეაცილეს. თბილისის პროკურატურასთან რჩეულიშვილების ოჯახის საწინააღმდეგოდ "ცენტრ-პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა რჩეულიშვილებს "თაღლითები" უწოდეს.

მაია რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან და მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად მივიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ